უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა რომის პაპ ფრანცისკესთან.
“რომის პაპს ვესაუბრე. მოვუყევი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და რუსული ჯარების მიერ სამაშველო დერეფნების გადაკეტვის შესახებ. დასაფასებელია წმინდა საყდრის შუამავლის როლი ადამიანთა ტანჯვის დასრულებაში. მადლობა უკრაინისა და მშვიდობისთვის ლოცვისთვის”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი “ტვიტერში”