ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლავროვი: უკრაინის მიერ დაფიქსირებულ პოციზიებში პროგრესს ვხედავთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, 29 მარტს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებში პროგრესი დაინახეს. ლავროვის თქმით, ეს პირველ რიგში არაბირთვული და უბლოკო სახელმწიფოს სტატუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხება.

სერგეი ლავროვის შეფასებით, უკრაინამ გააცნობიერა, რომ “ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბედნიერების ძიება” მიუღწეველია.

როგორც გამოცემა ТАСС წერს, ლავროვმა აღნიშნა, რომ კიევის მხრიდან ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებული სიტუაციის “უკეთ გააზრების” ნიშნებიც დაინახეს.

ცნობისთვის, სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთს ყირიმის სტატუსზე 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

ლავროვმა იმაზეც ისაუბრა, რა შემთხვევაში იქნება რუსეთისთვის მისაღები უკრაინის  უსაფრთხოების გარანტიები.

“ჩვენ ვემხრობით, რომ უკრაინას, ყველა ევროპულ ქვეყანას და რუსეთს დაეკისროთ უსაფრთხოების გარანტიების შესრულება იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წელია მიღებულია ეუთო-ს ფარგლებში. მათში წერია, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე”, – ამბობს ლავროვი.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს, 1 აპრილს გაგარძელდა.

იტვირთბა....