ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

24 თებერვლის შემდეგ ომს უკრაინაში 153 ბავშვი ემსხვერპლა

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 153 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 245 ბავშვი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

“რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში თითქმის 400 ბავშვი დაშავდა. მათგან 153 დაიღუპა, 245 კი დაიჭრა”, – ნათქვამია Telegram-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის გენპროკურორის ოფისის ცნობით, ყველაზე მეტი, 73 ბავშვი კიევის ოლქშია დაშავებული, დონეცკის ოლქში 65, ხარკოვში 53, ჩერნიგოვში 43, ნიკოლაევში 30, ლუგანსკში 31, პაროროჟიეში 22, ჰერსონში 29, დედაქალაქ კიევში 16, სუმის ოლქში 16, ჟიტომირში 15.

ამასთან, დაბომბვის შედეგად უკვე 859 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული. მათგან 83 სრულად განადგურდა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....