ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: რუსებს ჯარები კი არ გაჰყავს, მათ გადაჯგუფებას ახდენს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური მოსკოვის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კიევის შემოგარენიდან ჯარებს გაიყვანდა. სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჯერ ვერ დარწმუნდა იმაში, რომ რუსეთმა კეთილსინდისიერად დააფიქსირა ეს პოზიცია სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე.

“ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსებს საკუთარი შენაერთები არ გაჰყავს, უბრალოდ, მათ გადააადგილებას ახდენს. რუსეთი გადაჯგუფებას, მარაგების შევსებას და დონბასის რაონზე თავდასხმის გაძლიერებას ცდილობს”, – ამბობს სტოლტენბერგი.

ინფორმაცი კიევის შემოგარენიდან ჯარების გაყვანის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებოდა. ამავე შეხვედრაზე, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, თუ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მიიღებს.

 

იტვირთბა....