უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად სულ მცირე 59 რელიგიური ძეგლი განადგურდა, ან დაზიანდა. ამის შესახებ BBC უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით წერს.
“მათ შორის არის ალყაში მოქცეული მარიუპოლის მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის გუმბათიც ჩამოიშალა; ჩამსხვრეულია წმინდა მიხეილის კათედრალური ტაძრის ფანჯრები, აგურის შენობის კედლებზე კი ხვრელებია; სერიოზულად დაიზანდა ეკლესია კიევიდან 40 კილომეტრში, სოფელ იასნოგოროდკაში მდებარე ეკლესია. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობით, ჭურვებმა მას სამრეკლო დაუზიანა, ტყვიამფრქვევმა კი ფანჯრები და კარები ჩამოუღო”, – წერს “ბიბისი”.
ცნობისთვის, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) რუსეთის გარიცხვის თხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.