ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ტკაჩენკო: ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ომი, არ უნდა იყოს UNESCO-ს წევრი

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო იუნესკოს მიმართავს თხოვნით – ორგანიზაციიდან გაირიცხოს რუსეთი და 45-ე სესია რუსეთის ქალაქ ყაზანის ნაცვლად უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩატარდეს.

“ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ომი და საკუთარ კულტურას პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს, არ უნდა იყოს იუნესკოს წევრი და არ უნდა ახდენდეს გავლენას ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე. რუსეთის ქმედებები ხომ იმას მოწმობს, რომ ის არა მხოლოდ იუნესკოს ნორმატიულ აქტებს, არამედ, სრულებით ეწინააღმდეგება მათ. რუსთში კულტურის სფეროს წარმომადგენლები დღეს კრემლის გამანადგურებელი პროპაგანდის რუპორები არიან და თავიანთ რიტორიკაში იყენებენ სიძულვილის ენას”, – ამბობს უკრაინის კულტურის მინისტრი, ალექსანდრ ტკაჩენკო.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....