ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რას ამბობს პესკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესაძლებლობაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო “პრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილთან დაკავშირებით.

პესკოვის თქმით, კრემლს ბიბილოვის განცხადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“ჩვენ ამ მიმართულებით არანაირი იურიდიული თუ სხვა სახის ზომებისთვის არ მიგვიმართავს, მაგრამ ამავდროულად, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიერ გამოთქმულ აზრზე, რასაც პატივისცემით ვეპყრობით”, – აცხადებს პესკოვი.

ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს”.

ამ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერის, ვალერი კვარჩიას კომენტარი მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას.

იტვირთბა....