ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის სპიკერი, ვალერი კვარჩია აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებენ.
როგორც კვარჩია განმარტავს, ოკუპირებული აფხაზეთის კონსტიტუცია დამოუკიდებლობის დაკარგვის უფლებას არ აძლევთ.
“სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში ქვეყნის შესვლის შესახებ, შესაძლო რეფერენდუმით მათი სუვერენული უფლებაა. ჩვენ ვსაუბრობთ ოსი ხალხის გაერთიანებაზე”, – განუცხადა ინტერფაქსს 30 მარტს აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, აფხაზეთში რუსეთის ფედერაციაში შეერთების საკითხი არ განიხილება და კონსტიტუციის ცვლილება შეუძლებელია.
“აფხაზეთის კონსტიტუცია აბსოლუტურად მკაფიოდ აცხადებს ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, რომ რუსეთის ფედერაციაში შევიდეთ“, – განაცხადა კვარჩიამ.