ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

კიევის გარეუბნებში სასტიკი ბრძოლებია მოსალოდნელი – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა კიევის მისადგომებიდან სამხედრო დანაყოფების გარკვეული ნაწილი გაიყვანა, ოკუპანტები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას კიევის აღმოსავლეთითა და დასავლეთით.

როგორც Sky News ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, უახლოეს დღეებში კიევის გარეუბნებში მძმე ბრძოლებია მოსალოდნელი.

“უახლოეს დღეებში ქალაქის გარეუგნებში სავარაუდოდ, სასტიკი ბრძოლები გაიმართება. მძიმე ბრძოლები გრძელდება მარიუპოლში, რომელიც რუსი სამხედროების მთავარი მიზანია, თუმცა, უკრაინული ძალები ისევ აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს”, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....