aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

“მოკალი ისინი ყველგან, სადაც იპოვი”: პარიზის ტერაქტებამდე გადაღებული (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ” გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც პარიზის ნოემბრის ტერაქტების სავარაუდო მონაწილეები ჩანან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვიდეორგოლი, რომლის სათაურია “მოკალი ისინი ყველგან, სადაც იპოვი”, „ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელდა. აქვე აღნიშნულია ადგილები, სადაც პარიზის ტერაქტები განხორციელდა. სავარაუდოდ, ეს ვიდეო სირიის ქალაქ რაქაში (სირიაში ISIS-ის მთავარ ცენტრში) პარიზის ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.

გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხოცავენ ჯიჰადისტები კამერის წინ ტყვეებს. ერთ-ერთი სიკვდილით დასჯილი ადამიანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. ჰამუდა ალ ქასადი სირიელი აქტივისტი იყო და სწორედ მას სჯიან სიკვდილით ჯიჰადისტები გავრცელებულ ვიდეოში.

ერთ-ერთ კადრში ჩანს მამაკაცი, რომელიც პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს – აბდელჰამიდ აბაუდს ჰგავს. ვიდეოჩანაწერის ბოლოს ნაჩვენებია დიდი ბრიტანეთის პარლამენტი, რომელიც სირიაში ISIS-ის ბაზებზე ავიაიერიშების განხორციელებას უყრის კანჭს. ჯიჰადისტები დიდ ბრიტანეთს ტერაქტებით ემუქრებიან, სირიაზე საჰაერო იერიშების განხორციელების გამო.

პარიზში 13 ნოემბერს ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. არსებული მონაცემებით, თავდასხმების ცხრა მონაწილე, მათ შორის აბდელჰამიდ აბაუდი, დაღუპულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება.

იტვირთბა....