უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად 145 ბავშვია დაღუპული, კიდევ 222 კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი (69) კიევის ოლქში დაზარალდა, შემდეგ მოდის დონეცკი (54) ხარკოვი (49), ჩერნიგოვსკის ოლქი (39), ნიკოლაევი (30), ლუგანსკი (28), ხერსონი (25) ზაპოროჟიე (22), სუმის ოლქსი (16), დედაქალაქი (16) და ჟიტომირი (15).
ამასთან, გენპროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვების და აფეთქებების გამო 790 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული, აქედან 75 სრულად განადგურებული.
“ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ტერიტორიების დათვალიერება, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები და დაბომბვები მიმდინარეობს, შეუძლებელია ისევე, როგორც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა”, – ნათქვამია Telegram-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.