ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლავროვს ჰკითხეს, მზადდება თუ არა რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სერბულ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ცნობებეზე იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

“არ მინდა, ბოდვაზე კომენტარი გავაკეთო. ეს სწორედაც რომ ბოდვაა, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ. ასეთ ხმებს ჩვენი ნეოლიბერალებიც ავრცელებენ – რუსები, რომლებიც ახლა ქვეყნის გარეთ იმყოფებიან. როგორც ჩანს, მათ იქ დილიდანვე აწვდიან მასალებს, რომლებიც უნდა გაახმოვანონ და ისინი ასეც იქცევიან”, – ციტირებს ლავროვის სიტყვებს “ინტერფაქსი”.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, არაერთი ცნობა გავრცელდა იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებს პოლიტიკური, სამხედრო და ბიზნეს ელიტის დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

 

იტვირთბა....