თბილისის რამდენიმე უბანს ელექტომომარაგების მიწოდება დღეს დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება დიდუბის, საბურთალოს, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებს.
დიდუბის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, დენი არ ექნება დიღმის მასივის VI კვარტლის მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, 2 საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დოლიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 11:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გორგასლის, საადის, ბეთლემის, სამღებროს, თუმანიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.მთაწმინდის რაიონში კი, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.