ახალი ამბები ბიზნესი

დავითაშვილი: ველოდებით, რომ საწვავზე პიკური ფასები გადაივლის

[su_quote]დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკში არის შეძენილი, თუმცა,  გვაქვს უშუალო ურთიერთობა იმპორტიორებთან და არის მოლოდინები, რომ ეს პიკური ფასები გადაივლის და საწვავზე უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში.

ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს იმისთვის, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს, მას არ ჰქონდეს ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე და ზოგადად, ამან არ იმოქმედოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.  თუმცა, ცხადია, გვესმის ამ საკითხის  მგრძნობიარობა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს საწვავთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის  გადაწყვეტილებებზე, ვაკვირდებით სიტუაციას.[/su_quote]

 

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იტვირთბა....