ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა ციტატა

გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე: ნაციონალური მოძრაობა ამავე დგას იმის უკან, რომ არნახული სიცივეა მარტში

[su_quote]ნაციონალური მოძრაობა ამავე დგას იმის უკან, რომ არნახული სიცივეა მარტში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი ცივი ამრტი არ ყოფილა. ჩვენ ცივი ღრუბლები ჩრდილოეთიდან საქართველოში გადმოვიყვანეთ, რომ მეტი გაზი მოეხმარა საქართველოს მოსახლეობას და გამოეწვია გაზზე ფასების ზრდა. პრემიერს ამის თქმა დაავიწყდა, რომ სიცივის უკანაც ნაციონალური მოძრაობა დგას. საერთოდ, საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინ თუ ფასები გაიზრდებოდა, ან ვინმეს ბინას გაუქარდავდნენ, ან ვოლტერს აბრალებდნენ, ან კიდე რუსოს, იმდროინდელ ცოცხალ ლეგენდებს და დიდ ფრანგ ფილოსოფოსებს. ორი საუკუნისწინანდელ მეთოდებს მიმართავს ქართული ოცნება – თვისი წარუმატებლობების სხვაზე გადაბრალება[/su_quote]

განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საწვავის გაიაფების მოთხოვნით საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სამართალდამცველებმა ჯამში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პრემიერის თქმით, ამ აქციების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას. საწვავის ფასი 4 ლარს გადაცდა.

იტვირთბა....