ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

კახაძე: საწვავის ფასები შეიძლება კიდევ გაიზარდოს… ყველა აქცია იქნება სწორი, სადაც ენმ არ იქნება

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე მეტრონომთან საუბრისას აცხადებს, რომ საწვავზე ფასები შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ამის მიზეზად კახაძე რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებს.

“მეც მძღოლი ვარ, ჩემი ქალიშვილიც და ჩემი სიძეც და გვაქვს ეს პრობლემა. მართალია, მე საკუთარი მანქანით არ დავდივარ, მაგრამ ეს დიდი გამოწვევა და დიდი დარტყმაა საოჯახო ბიუჯეტისთვის. თუმცა, საღდ შევხედოთ საკითხს – არ ვარ ანგაჟირებული და არ შევდივარ არავისთან კონფლიქტში. საწვავის ფასები შეიძლება კიდევ გაიზარდოს. მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური პროცესების გამწვავების ფონზე, რეაგირებს ზუსტად ეს ბაზარი. იცით, როგორი მოთამაშე იყო ის მონსტრი რუსეთი, რომელმაც გააკეთა ყველაზე ცუდი სტაბილურობის დარღვევის კუთხით – სუვენერულ, დემოკრატიულ ქვეყანას დაესხა თავს და მსოფლიო სისტემის ჩამოქცევას აპირებს. ამას მოყვება ეს ძალიან დიდი პრობლემა საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ვხედავ ამერიკაში რა ხდება, ევროპაში რა ხდება, რა უბედურება ხდება. ამითი ისარგებლებს ნებისმიერი არაკეთილმოსურნე და ამ პროცესში რაღცა სარგებელს ნახულობს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში ვერ ვერევით, ვართ დამოკიდებული გარე ბაზარზე რა სიტუაცია იქნება. ამის მოპოვების არანაირი შანსი არ გვაქვს, პატარა ქვეყანა ვართ, უნდა შევისყიდოთ. მეც ვარ მომხრე, რომ რუსეთს ენერგეტიკულად ჩავეხსნათ, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, დივერსიფიცირებული უნდა ვიყოთ. თუ საზოგადოება ვართ და ვიცით, რომ ამ გაჭირვებაშ მოგვიწევს შესვლა, ამით პოლიტიკური სპეკულაცია არ შეიძლება”, – აცხადებს კახაძე.

ამასთან, მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ყველა აქციის გამოყენება სურს, მათ შორის საწვავის გაზრდილ ფასებზე მოქალაქეების პროტესტისაც.

“დანარჩენი, იმ ადამიანს რომ პრობლემა აქვთ, ამას ვიზიარებ, მაგრამ შენ რომ პოლიტიკური დესტაბილიზატორი ხარ, რომ გინდა ქვეყანა არეულობაში შეიყვანო და ამ აქციასაც მიეტმასნები… ადამიანს კბილი რომ ატკივდეს, ნაციონალური მოძრაობა იმასაც კი გამოიყენებს. ამიტომ არის ჩემთვის უნდო ის მოქმედება, რომ ქვეყანას შეუქმნან დესტაბილიზაცია და ქვეყანა ანჯღრიონ, ეს არის ჩემთვის მიუღებელი.როგორვ კი ნაციონალური მოძრაობა გაერევა, ყველა წესიერ საქმეს გადაბრუნებას დაუპირებს. მე ვეუბნები სულყველას, პოლიტიკურ ველზე არ გაეკაროთ ნაციონალურ მოძრაობას. ყველა აქცია იქნება სწორი და საქმის მომტანი, სადაც ნაციონალური მოძრაობა არ იქნება. ძალიან ბევრი პარტიები, სადაც კარგი ინტელექტია. მომავალ არჩევნებში მოხარული ვიქნები თუ ნაციონალურ მოძრაობას ეს პარტიები ჩაანაცვლებს”, – აცხადებს კახაძე.

ცნობისთვის, საწვავის გაიაფების მოთხოვნით საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სამართალდამცველებმა ჯამში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პრემიერის თქმით, ამ აქციების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას.

საწვავის ფასი 4 ლარს გადაცდა.

იტვირთბა....