ახალი ამბები ბიზნესი საზოგადოება

“პროტესტი საწვავის ფასს” – რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება

რუსთაველის გამზირზე აქტივისტები საწვავის ფასების გაძვირებას აპროტესტებენ – ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით:  ,,პროტესტი საწვავის ფასს”, ,,არა გაძვირებულ ცხოვრებას” , ,,გამოდით, გამოდით”.

საპროტესტო მსვლელობის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

“მოთხოვნებია, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა. ამასთან ერთ-ერთი მოთხოვნაა ხელოვნური მონოპოლიის გაუქმება. ეს მარტივად შესასრულებელი გეგმაა და ეს არის ხალხის მოთხოვნა”, – განაცხადა ეკონომისტმა, ოთარ აბესაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის ფასმა თითქმის 4 ლარს გადააჭარბა.

იტვირთბა....