aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბაიდენი: მალე, რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოს პირველ ოცეულს დატოვებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეაფასა, როგორ იმოქმედა უკრაინაში დაწყებულმა ომმა და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე. ბაიდენის თქმით, რუსეთი მალე, ეკონომიკის თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც აღარ იქნება მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო.

“ერთი დოლარის სანაცვლოდ უკვე 200 რუბლს ითხოვენ. რუსეთის ეკონომიკა მალე პირველ ოცეულშიც აღარ იქნება. სანქციები რუსეთის ფედერაციას ძალას აცლის და ამაში დამნაშავე მხოლოდ პუტინია. წერტილი”, – განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, 2021 წლის მონაცემებით, რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-11 ადგილს იკავებდა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი უკრაინაში 25 მარტს ჩავიდა. ის პოლონეთში შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს. მან ასევე, შეხვედრა გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან.

იტვირთბა....