aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბაიდენი: პუტინი არ უნდა დარჩეს რუსეთის ხელისუფლების სათავეში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს ადამიანი [ვლადიმერ პუტინი] არ უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, როგორ ახდენენ უკრაინელები იმის დემონსტრირებას, რომ ხალხის ერთობა ერთი სასტიკი დიქტატორის ზრახვებზე უფრო ძლიერია. დიქტატორი, რომელიც დიდი ხნის გარდასული იმპერიის აღდგენას ცდილობს, ვერ მიაღწევს თავის გეგმებს, რადგან ხალხს არ სურს მის სამყაროში ცხოვრება. თავისუფალი ადამიანები ამას არასდროს დაუჭერენ მხარს. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ იცხოვრონ სამყაროში, სადაც სიბნელე მეფობს. ჩვენ სინათლისკენ, დემოკრატიისკენ და თავისუფალი შესაძლებლობებისკენ ვისწრაფვით”, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი “კანონიერად არჩეული პრეზიდენტია, რომლის ბაბუაც ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა, პუტინმა კი ისეთი მიზანი დაისახა, რომელსაც ვერ მიაღწევს”.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი უკრაინაში 25 მარტს ჩავიდა. ის პოლონეთში შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს და ასევე, შეხვედრა გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

 

 

იტვირთბა....