უკრაინაში გუშინ გიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი დაიღუპა. ის ქალაქ ირპენში, რუსი ოკუპანტების ბომბს ემსხვერპლა.
გობეჯიშვილის მეუღლის, მარიკა კუბლაშვილის თქმით, ის პოლონეთში იმყოფებოდა სამუშაოდ და იქედან გადავიდა უკრაინაში საბრძოლველად.
“ვეხვეწე ძალიან ბევრი, არ წახვიდე-მეთქი, იმიტომ რომ ოთხი თითი დაკარგული ჰქონდა ცალ ხელზე. არაო, ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ მაინცდამაინცო? მე და ჩემმა შვილებმა ვიცით, რომ ჩემი მეუღლე გმირულად დაიღუპა”, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
მისივე თქმით, ქართველი მებრძოლი ოჯახს უმალავდა, რომ ცხელ წერტილში იმყოფებოდა.
“ხუთი დღის ჩასული იყო ირპენში. მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო”, – აღნიშნავს TV პირველთან საუბარში მარიკა კუბლაშვილი.
დავით გობეჯიშვილი სოხუმიდან დევნილი იყო და ოჯახით ტყიბულში ცხოვრობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს, ბახვა ჩიქობავას სამშოლოში ჩამოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.