ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეტალები უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის შესახებ

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 51 წლის დავით გობეჯიშვილი ემსხვერლა. ის გუშინ, ქალაქ ირპენში დაბომგვის დროს დაიღუპა. გობეჯიშვილის თანამებრძოლების ინფორმაციით, მისი სხეული პროზექტურაშია გადასვენებული.

ქართველი მებრძოლის ახლობლები მედიას მის შესახებ უყვებიან. ის სოხუმიდან დევნილი იყო და ტყიბულში ცხოვრობდა. როგორც დავით გობეჯიშვილის თანამებრძოლი, ზაალ ლატარია ამბობს, ის ირპენში რამდენიმე დღის ჩასული იყო. გობეჯიშვილი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

“შევურიგდი პირველ ცოლს” – წერდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქართველი მებრძოლი Facebook-ზე, სადაც იარაღთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს, ბახვა ჩიქობავას სამშოლოში ჩამოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

იტვირთბა....