[su_quote]ახლა ვუსმინე პატრიარქის წერილს, რომელიც ჩვენი დაღუპული მებრძოლების პანაშვიდზე წაიკითხა შიომ. არ ვახსენებთ სიტყვებს: რუსეთი, აგრესია, მებრძოლი გმირი…
რა სინქრონულად სამარცხვინოები არიან ეს ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია![/su_quote]
წერს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, ილია მეორეს სამძიმარის წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მეუფე შიო მუჯირმა გააცნო ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.