უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი Doha Forum-ზე ვიდეომიმართვით გამოვიდა, რა დროსაც, ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს ენერგომატარებლების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.
ზელენსკის განცხადებით, ამ გზით ქვეყნები რუსეთის “ენერგო შანტაჟის” თავიდან აცილებას შეძლებენ.
“პასუხიმგებლიან სახელმწიფოებს, როგორიც მაგალითად კატარია, ევროპაში სიტუაციის დასტაბილურებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ. ისინი ენერგორესურსების სანდო და სოლიდური მიმწოდებლები არიან. მათ ძალიან ბევრის გააკეთება შეუძლიათ სამართლიანობის აღსადგენად. ევროპის მომავალი თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული, მოგიწოდებთ, გაზარდოთ ენერგომატარებლების წარმოება, რათა რუსეთში გაიგონ, რომ არც ერთი სახელმწიფო არ უნდა იყენებდეს ენერგიას, როგორც იარაღს მსოფლიოს დასაშანტაჟებლად”, – აღნიშნა ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში.