ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: [რუსეთის] ნომერი პირველი სამიზნე ვართ იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თუ არა თავისი განცხადებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია რუსეთს შეუმჩნეველი არ დარჩება”.

ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ვოლსკი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებების მიზანი სწორედ ის არის, რომ შემდეგ ამასთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები გაჩნდეს.

“დღეს ასე ჭირდება რუსეთს, ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად დაჭირდეს, მინდა ერთი რამ ვთქვა ყველას გასაგონად, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო უკრაინის შემდეგ არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა სწორედ რუსეთის მხრიდან, იმის მიუხედავად კარასინი გაგახარებთ თავის განცხადებით თუ არა, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე, ეს გვახსოვდეს ყველას და ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ საქართველოს, მის საზოგადოებას სამიზნის რეალიზაცია როგორმე თავიდან ავაცილოთ. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთა მიზანია, რომ სამიზნეს რეალურად ვიქცეთ და ამ სიტუაციაში შეიძლება მერე პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს”, – ციტირებს “ინტერპრესნიუსი” ვოლსკის სიტყვებს.

იტვირთბა....