ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარასინი: სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია რუსეთს შეუმჩნეველი არ დარჩება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს შეუმჩნეველი არ დარჩება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიის მიხედვით, ამის შესახებ კარასინმა სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდში გაიმართული დისკუსიის ფარგლებში განაცხადა.

“გრიგორი კარასინმა საქართველოს რეაქცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე შეაფასა, როგორც დაბალანსებული და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ხელისუფლების სათავეში მყოფი “ქართული ოცნების” ოფიციალური პოზიციით, ჩვენი ქვეყანა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რაც ამ უკანასკნელის მიერ უკრაინაში სრულმასშთაბიანი ომის დაწყებას მოჰყვა.

 

იტვირთბა....