თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა აშშ-ს წინადადებას, უკრაინისთვის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, S-400-ის გადაცემის თაობაზე. როგორც გამოცემა UNIAN თურქულ გამოცემაზე Haberturk დაყრდნობით წერს, ერდოღანი ამაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ “საკითხი დახურულია”.
გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს სამიტზე ერდოღანმა განაცხადა:
“დასაწყისშივე ვამბობდით, რომ საქმე С-400-თან დაკავშირებით ჩვენთვის დახურულია – დღესაც იმავე აზრზე ვრჩებით. ეს საკითხი ჩვენთვის დახურულია”, – ციტირებს “უნიანი” ერდოღანის სიტყვებს.
ცნობისთვის, თურქეთმა და რუსეთმა 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების S-400-ის სისტემის მიწოდებაზე კონტრაქტი 2017 წელს დადეს.