ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა – საქალაქო საბჭო

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ 16 მარტს, მარიუპოლის ტრამატული თეატრის შენობის დაბომბვის შედეგად დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა. საბჭო ამ ცნობას იმ მოქალაქეებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ნანგრევებიდან გამოღწევა შეძლეს.

“სამწუხაროდ, თვითმხილველებზე დაყრნობით გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული თვითმფრინავის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა. ბოლომდე არ გვინდა დავიჯეროთ ეს საშინელება, მაგრამ იმ ადამიანების მონაყოლი, რომლებიც ტერორისტული აქტის დროს შენობის შიგნით იყვნენ, საპირისპიროზე მეტყველებს.  “, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია და კადრები იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დრამატული თეატრის შენობაზე, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. აღსანიშნავია, რომ შენობის ეზოში, ორივე მხრიდან იყო გამაფრთხილებელი წარწერა – “აქ ბავშვები არიან”.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სწორედ ქალაქი მარიუპოლი აღმოჩნდა, სადაც ადამიანებს ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში უხდებათ არსებობა.

იტვირთბა....