[su_quote]საქართველოს მოსახლეობის და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა მივმართო ჩვენს მეგობარ, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ქალაქების დასაცავად იბრძვიან მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში… მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომლებაც ამ ბძოლაში საკუთარი გამბედაობა გამოავლინეს, მინდა მივმართო ლტოლვილებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, ზოგიერთი მათგანი კი, საქართველოში ჩამოვიდა. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვხედავთ, როგორი სიმამაცით იბრძვით რუსეთის შემოჭრის ერთი თვის განმავლობაში. თქვენ იმდენიმე გამარჯვება მოიპოვეთ რუსეთზე, რამდენი დღის განმავლობაშიც იბრძვით მათ წინააღმდეგ. თქვენ დაამტკიცეთ, რომ რუსეთი არ ყოფილა საკმარისად ძლიერი. მინდა, მთელი გულით გისურვოთ წარმატება და გამარჯვება ამ ომში. თქვენ არამარტო თქვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის, არამედ, ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. მადლობა ამისთვის. დიდება უკრაინას[/su_quote]
ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს ვიდეომიმართვაში, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.