ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შოთაძე: სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, საქმის პიჯაკებამდე დაყვანა უბრალოდ სასაცილოა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმე “სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ” განხილვის არსებით ეტაპზე გადავიდა. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გუშინ თავად სააკაშვილმა.

შოთაძის შეფასებით, თუ ამას მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე გამარჯვებად მიიჩნევს, გასაკვირია.

“შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება იმას, ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია. ალბათ, დაცვის მხარე გამარჯვებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს, პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია. მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს. პროცესი გრძელდება, წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი”, – განაცხადა შოთაძემ.

ამასთან, ირაკლი შოთაძემ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჩვეულებრივი პატიმარია.

“აქ, საუბარია რავ მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ, სასაცილოა. მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი”, – აღნიშნა შოთაძემ.

 

იტვირთბა....