ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრებმა მკვეთრად იკლო

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო 370 საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდათ წარდგენილი, სასამართლოში განსახილველად 154 დარჩა, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში, საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

“სტასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი რჩება განსახილველად, რაც ევროპის საბჭოს წევრობის განმავლობაში, საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ დაახლოებით 3000-დან 4000-მდე საჩივარი. სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ”, – განაცხადა ბრეგაძემ.

იტვირთბა....