ახალი ამბები მთავარი სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს წინააღმდე შეტანილი საჩივრები

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო 370 საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს საქართველოს წინააღმდეგ ჰქონდათ წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავრცელებს.

როგორც ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო დაუსაბუთებელი.

“2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სტასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად,  შეუძლებელია საქართველოს მხრიდან ყოფილიყო რაიმე დარღვევა. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად”, – განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

იტვირთბა....