ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ხელისუფლება მუდმივად ასაიდუმლოებს პროცესს, რადგან მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგება

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი მეტრონომთან საუბრისას კომპანია “ენკას” ფინანსურ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. გოლეთიანის თქმით, კომპანიას დემონტაჟი ორი თვეა დაწყებული აქვს, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, მუდმივად გაასაიდუმლოოს პროცესი.

“ენკას დემონტაჟი ორი თვეა დაწყებული აქვს. რაც ახლა კომპანიის ფინანსური დოკუმენტიდან გასაჯაროვდა, ესეც ფაქტობრივად, ადრე მოხდა, უბრალოდ, ახლა გახდა ცნობილი. იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ასაიდუმლოებს ამ პროცესს, რომ საზოგადოებისთვის ცხადი არ იყოს რა ხდება. იმიტომ, რომ ცალკეული პერსონებისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დგება. იმიტომ, რომ მათ ჩვენთან დებატში შემოსვლა არ შეუძლიათ, რომ ასე გავხადოთ საზოგადოებისთვის ცხადი, თუ ვინ არის პროცესში დამნაშვე. არბიტრაჟში მიდის თუ არა საქმე, ამასაც არ ამბობენ, რადგან აქ უკვე მათი პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ან მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა – რთულ დღეში არიან”, – აცხადებს გოლეთიანი.

მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები ჯერჯერობით გუმათში რჩებიან.

“ჩვენ ვრჩებით ჯერჯერობით გუმათში. ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით. საზოგადოებას ჩვენ მაინც ხო უნდა მოვუყვეთ, რა ხდება იქ. როგორც კი წავა, კარვების ეტაპი დამთავრდა და შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ამასთან დაკავშრებით გავაკეთებთ განცხადებას”, – აცხადებს გოლეთიანი.

“ენკას” ფინანსური ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი.

იტვირთბა....