საწვავის ფასის შეუქცევადი ზრდა ფიქსირდება და ამის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი გახლავთ, – აღნიშნულის შესახებ, ნავთობ იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” სატელეფო საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე საწვავის ფასი საშუალოდ 20%-ით არის გაზრდილი.
“საწვავის ფასის შეუქცევადი ზრდა ფიქსირდება და რა თქმა უნდა, ამის მიზეზი გახლავთ რუსეთ-უკრაინის ომი. აქედან გამომდინარე ჩვენ მაღალი ფასები გვაქვს. შედარებისთვის მაგალითად ომის დაწყებიდან დღემდე, სადღაც ერთი თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია საშუალოდ 20%-ით. რა თქმა უნდა, არსებობს მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სამწუხაროდ ასევე საწვავის ფასზე ნეგატიურად მოქმედებს და ეს არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში”, – აცხადებს მთვრალაშვილი
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასი 4 ლარს აჭარბებს.