რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 121 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლეს. კიდევ 167 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტად კიევის ოლქში მცხოვრები ბავშვები დაზარალდნენ.
“რუსული აგრესიის 28 დღის განმავლობაში, უკრაინაში 121 ბავშვი დაიღუპა. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები 167-მა ბავშვმა მიიღო. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბავშვები კიევის ოლქიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ომის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა უკრაინის რეგიონების მიხედვით, ასეთია:
- კიევის ოლქი – 61
- ხარკოვი – 41
- დონეცკი – 40
- ჩერნიგოვსკი – 32
- ნიკოლაევის ოლქი – 24
- დედაქალაქი – 16
- ხერსონი – 15
- სუმის ოლქში – 14
უკრაინის გენერალური პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები სრულად არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებში დაბომბვის გამო, ტერიტორიების დათვალიერების შესაძლებლობა არ არსებობს.