ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სოციალური ქსელი

კიდევ ერთი სიახლე უძრავი ქონების ფასთან დაკავშირებით – ოთარ აბესაძე

[su_quote]კიდევ ერთი სიახლე უძრავი ქონების ფასთან დაკავშირებით.

ლონდონის მეტალის ბირჟამ დაიწყო რუსული წარმოების მეტალის სანქცირების პროცესი.

რუსეთ-უკრაინის ომამდე ქართული ბაზარი შედგებოდა უკრაინული, რუსული და ქართული წარმოების (ჩინური, ინდური და თურქული ნედლეულით დამზადებული) არმატურისგან.

რუსული და უკრაინული არმატურა ბაზარზე აღარ არსებობს, ნედლეულის ადგილობრივი ფასი გაიზარდა 20% – ით, ტრანსპორტირება 30% – ით და დღეს ქართული არმატურის ფასი აჭარბებს 1 325 დოლარს, რომლის ფასიც მომდევნო 6 თვის ექსტრაპოლაციაში გაიზრდება საშუალოდ 20% – ით.

მიმდინარე ინფლაციის, ტურბულენტური ვალუტის კურსის და საწვავზე ფასის ზრდის გამო მომდევნო 6 თვეში გაიზრდება:

1️⃣ ბეტონის დამზადების და მიტანის ხარჯი 20% – ით.

2️⃣ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯი 30% – ით.

3️⃣ სამშენებლო მასალების ფასი 30% – ით.

აღნიშნული საქონლისა და მომსახურების ზრდის ტემპების კორელაციის შედეგად 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გაიზრდება საშუალოდ 50% – ით.

დღევანდელი მოცემულობით მიმდინარე მშენებლობებზე 1კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი შეადგენს საშუალოდ 800 დოლარს. უახლოეს 6-8 თვეში 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გადააჭარბებს 1 300 დოლარს.[/su_quote]

ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოთარ აბესაძე სოცალურ ქსელში წერს.

 

იტვირთბა....