უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქის სოფელი მაკაროვი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ჩვენს დამცველებს მთელი დღის განმავლობაში მიჰქონდათ დარტყმები ოკუპანტების პოზიციებზე. მათი გმირობის დამსახურებით, მაკაროვის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს, ოკუპანტები სოფლიდან გაძევებული არიან”, – წერია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსხენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშთაბიან ომს.