[su_quote]ეკონომიკას უყვარს ფაქტები და არა 25 სვლიანი ჩახლართული კომბინაცია.
როდესაც ფაქტი არის საჯარო, დეზინფორმაცია ხდება კომიკური.
კომპანია Gulf Georgia არის ამერიკული, საერთაშორისო ბრენდი (სააქციო საზოგადოება) რომელსაც ყავს მისი წარმომადგენლობა საქართველოში. (პეტროკას ჯგუფი)
თავის მხრივ პეტროკასის ჯგუფის კომპანიების მმართველ ჰოლდინგურ კომპანიას წარმოადგენს:
1- Petrocas Energy International LTD, რომლის 51%-იანი წილის საკონტროლო პაკეტს ფლობს “Petrocas Energy Venture LTD.
2 – 49%-იანი წილის მინორიტარ მფლობელს წარმოადგენს LLC RN-Foreign Projects;
Petrocas Energy Venture LTD-ის 74%-იანი მაკონტროლებელი წილის მფლობელ ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, ხოლო დარჩენილი 26% თანაბრად ეკუთვნით საქართველოს მოქალაქე ბენეფიციარ მესაკუთრეებს.
რაც შეეხება საერთაშორისო მომარაგებას და საერთაშორისო ბრენდის (აქციების) ფლობას, შესაძლოა არამმართველი სააქციო წილის მფლობელი იყოს როსნეფტი, რომელიც მსოფლიო ნავთობის მომარაგების რანგით მეორე მოთამაშეა და ფლობს წილს მსოფლიოში წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ ბრენდებში (შელი, მოტული და ა.შ)
დაახლოებით იგივე სცენარია კარფური ბიძინა ივანიშვილის საკუთრებააო რომ ამბობდნენ (ქართული) და ყველგან კარფური რომ უნდა აშენებულიყო სადაც რამე დაიწვა. რეალურად საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს მას ქართულ კარფურთან. ის ფლობს ბრენდის აქციებს.
რადიკალურად სხვა რამეა ქვეყანაში წარმომადგენლობის ფლობა და რადიკალურად სხვა რამეა საერთაშორისო ბრენდინგში აქციების წილის ფლობა. მაგ ლოგიკით კოკა-კოლას და მაკდონალდსის წილს თემურ ჭყონია ფლობს?
და ბოლოს, საფეხბურთო კლუბმა Manchester United – მა ოფიციალურად დაბლოკა აეროფლოტი მისი სპონსორობიდან სანქციების გამო, თუმცა GULF რჩება მის მთავარ სპონსორად და რატომ? იმიტომ, რომ ეს კორპორაცია წარმოადგენს საერთაშორისო ამერიკულ ბრენდს.
P.S. გალფის ქართული წარმომადგენლობის CEO – ც არაა ქართველი და არის ამერიკელი. კრეგ კრამერი
P.P.S. და კვლავ ბოლოს, ქართულ ბაზარზე არსებულ საწვავში რუსული საწვავის წილი რომ გავზომოთ დამიჯერეთ შედეგებმა შესაძლოა გაგაოცოთ და ლუკოილსაც გადაასწროს ზოგიერთმა ქართულმა კომპანიამ.
P.P.P.S. თუმცა ამაში არარის ტრაგედია ვინაიდან საწვავის მოპოვებას, მის ფასს და გაყიდვას ადგენს OPEC და არა კონკრეტული ნავთობიმპორტიორი კომპანია. შესაბამისად OPEC – ს ნუ განვსჯით[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთო აბესაძე.