უკრაინელმა სამხედროებმა ოდესასთან რუსული გემი გაანადგურეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერზე, სერგეი ბრაჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე თქმით, დღეს დილით მტერმა უკრაინის ტერიტორიას ცეცხლი გაუხსნა.
ამასთან, ბრაჩუკმა დასძინა, რომ ამ გზით რუსული ჯარები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკრაინელ მებრძოლებზე.
დღეს ქალაქელებმა და გარეუბნების მცხოვრებლებმა აფეთქებების და სროლის ხმები გაიგეს. ოდესაში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა.
სოციალურ ქსელებში თვითმხილველები წერენ, რომ ოდესასთან ზღვაში ნახეს რუსეთის ორი გემი, რომელთაგან ერთმა ქალაქთან მოახლოება დაიწყო.
დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

