ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკიმ განმარტა, რომელ კომპრომისზე არ წავა პუტინთან მოლაპარაკებისას

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობაზე კომპრომისზე წასვლას ვერ შეძლებს, –  აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, არის ისეთი „კომპრომისები“, რომლებზეც უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში ვერ წავა.

ინტერვიუში ზელენსკის ჰკითხეს რუსეთის მოთხოვნებზე, მათ შორის ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე, დონბასში მდებარე ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და გარანტიებზე, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება

“არსებობს კომპრომისები, რომლებისთვისაც ჩვენ ვერ ვიქნებით მზად, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

უკრაინელმა ხალხმა ისაუბრა ამ საკითხზე: ისინი არ ესალმებოდნენ რუს ჯარისკაცებს ყვავილების თაიგულით, ისინი მიესალმნენ მათ გამბედაობით, ისინი მიესალმნენ მათ იარაღით ხელში”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთს არ შეუძლია ძალით მოიპოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეების კეთილგანწყობა.

”თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ აიძულოთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი აღიაროს ყველაფერი ძალის გამოყენებით”, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

იტვირთბა....