ახალი ამბები სპორტი

“6 ლელო” – ბორჯღალოსნებმა ესპანეთი დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა “ბორჯღალოსნებმა” ესპანეთი დაამარცხა და „რაგბი ევროპის“ 2022 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

“ბორჯღალოსნებმა” საკუთარ მოედანზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 49 – 15 დაამარცხეს.

საქართველო „რაგბი ევროპის“ ტიტულს მეთოთხმეტედ დაეფლა.

„ბორჯღალოსნების“ მხრიდან ორი ჯარიმითა და 5 გარდასახვით ყველაზე მეტი, 16 ქულის მოპოვება თედო აბჟანდაძემ შეძლო, 2-2 ლელო დადეს აკაკი ტაბუცაძემ და ოთარ გიორგაძე, ორივეს ანგარიშზე 10 ქულაა. ერთი ლელოს დადება მოახერხეს მერაბ შარიქაძემ და გიორგი ჭყოიძემ, მათ ანგარიშზე 5-5 ქულაა. 3 ქულა კი ვასილ ლობჟანიძეს ანგარიშზეა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შედეგად, ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ევროპა 1-ის რანგის გავიდნენ და C ჯგუფში უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და პლეი ოფის გამარჯვებულთან ერთად ითამაშებენ, ესპანეთი (ევროპა 2) კი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, ირლანდიას, შოტლანდიასა და აზიისა და წყნარი ოკეანის წყვილში გამარჯვებულ გუნდს გაეჯიბრება. ვთქვათ ისიც, რომ დასკვნით საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდა რუმინეთი, სადაც მისი მეტოქეები აფრიკა 2, ამერიკა 3 (აშშ ან ჩილე) და აზია 1 (ან ტონგა) იქნებიან.

https://twitter.com/rugby_europe/status/1505583135093932034?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1505583135093932034%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fpopsport.com%2Farticle%2F43103-6-lelo-espanettan-sakartvelom-ragbi-evropis-chempionati-moigo

იტვირთბა....