საქართველოში წელს ბელორუსის საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბელორუსის მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა საბჭომ მიიღო. დოკუმენტი ავალდებულებს ბელორუსის ფინანსთა სამინისტროს, დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებული ხარჯები დააფინანსოს.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბელორუსის საელჩოს გახსნის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 2015 წელს, საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.
ბელორუსში საქართველოს საელჩო 2007 წლიდან მოქმედებს.
იტვირთბა....