ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

თეთრი სახლი: ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ამ კვირაში ევროპაში საგანგებო სამიტებისთვის ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს, – აღნიშნულის თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ფსაკი Twitter-ზე წერს, რომ მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევის უწყვეტობაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება“, – დაწერა ფსაკიმ.

იტვირთბა....