ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინი ომში არასრულწლოვნების გასაგზავნად ემზადება – უკრაინული მედია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომში არასრულწლოვნების ჩასართავად ემზადება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, პუტინი ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ესაუბრა.

„საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, კრემლის ხელმძღვანელობა განიხილავს საომარ მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის არასრულწლოვანი მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობას.

„რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოადგინოს წინადადებები მითითებული პერსონალის მომზადების შესახებ. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელს“, – აღნიშნავს დაზვერვის სამსახური.

Yunarmiya არის რუსული ბავშვთა და ახალგაზრდული სამხედრო ორგანიზაცია პუტინის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

იგი გამოირჩევა რადიკალური პროპაგანდისტული მუშაობით რუს ახალგაზრდებში. ორგანიზაციის წევრები ხდებიან ბავშვები 8 წლიდან.

“მსგავსი ქმედებები განხორციელდა ნაცისტური გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს. 1943 წლიდან ჰიტლერის ახალგაზრდული ქვედანაყოფების საშუალო სკოლის მოსწავლეები აიყვანეს საზენიტო საარტილერიო დანაყოფებში, ხოლო 1944 წლის სექტემბრიდან 1945 წლის იანვრამდე 150 ათასი არასრულწლოვანი გოგონები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....