ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკის ლიკვიდაციისთვის რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთ ჯგუფს აგზავნის – უკრაინის დაზვერვა

პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ლიკვიდაციისთვის რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთ ჯგუფს აგზავნის, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვის თანახმად, 20 მარტს, უკრაინაში ბოევიკების კიდევ ერთმა ჯგუფმა დაიწყო ჩამოსვლა, რომელიც დაკავშირებულია პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტთან და PMC Liga-ს (ვაგნერის) მფლობელთან, ევგენი პრიგოჟინთან.

კრიმინალების მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია. 

დაქირავებულთა მთავარი სამიზნეები არიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

უკრაინის პირველ პირებზე მკვლელობის მცდელობების ორგანიზება ოკუპანტების სტრატეგიის ნაწილია.

მანამდე მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე 10-ზე მეტ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

იტვირთბა....