aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

მეუფე საბა: უკრაინაში იდევნება ქრისტე…უკრაინაში არის დღეს გოლგოთა, სადაც ქრისტეა ჯვარცმული

2008 წელს ჩვენ ვხვდებოდით, რომ შემდეგი იქნებოდა უკრაინა, მაგრამ მაშინ ეს ვერ დაინახა სამყარომ და ახლა ყველა ერთად ვხედავთ, თუ რამდენად საშინელ დიქტატორულ ქვეყანასთან გვაქვს საქმე.

aviabiletebi
ავიაბილეთები

თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ, მღვდელმთავრებმა ვიცით რა ხდება უკრაინაში. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ჩვენ, ვისაც გვწამს ჭეშმარიტი ღმერთის, ვიცით და ვხედავთ რა ხდება უკრაინაში. სამწუხაროდ, ყველა არ აღმოჩნდა ამ მხარეს და ისინი (ზოგიერთი პატრიარქი და მღვდელმთავარი) ლოცავენ იმ ხალხს, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს უკრაინაში.

ეს არ არის ქრისტიანობა! დღეს ვისაც სწამს ქრისტე, უნდა იდგეს უკრაინის მხარეს, რადგან დღეს უკრაინაში იდევნება ქრისტე! უკრაინაში არის დღეს გოლგოთა! სადაც დღეს ქრისტეა ჯვარცმული! ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ იქნება აღდგომა, საბოლოოდ კი ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე.

პირადად ჩემი და ჩემი სამღვდელოების სახელით გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას.

 

აღნიშნულის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ამერიკის უკრაინულ ეკლესიაში ქადაგებისას განაცხადა.

იტვირთბა....