ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

საქართველოს მთავრობამ ორიენტაცია დაკარგა – გონჩარენკო

საქართველოს მთავრობამ ორიენტაცია დაკარგა და ვერ იგებს, რა მიმართულებით მიდის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ალექსი გონჩარენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობაში ერთის მხრივ ამბობენ, რომ უკრაინისთვის ლოცულობენ და მეორეს მხრივ რუსეთთან ვაჭრობას აფართოებენ.

“სამწუხაროდ საქართველოს მთავრობას ამ დრომდე უცნაური პოზიცია აქვს… ერთის მხრივ ამბობენ, რომ უკრაინისთვის ლოცულობენ და მეორეს მხრივ რუსეთთან ვაჭრობას აფართოებენ და ცდილობენ უკრაინის საკითხს ყველგან თავი აარიდონ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინის წევრობაზე განაცხადს საქართველოსთან ერთად არ განიხილავს. თუ საქართველოს პარლამენტს არ სურს მოუსმინოს უკრაინის ლიდერს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ქვეყნების მტერსაც ებრძვის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, საკმაოდ უცნაურია.

აქ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს, დადექით უკრაინის გვერდით, გაგვიწიეთ ჰუმანიტარული დახმარება, ასევე მოხალისეებს შეუძლიათ ჩვენს მხარდამხარ იბრძოლონ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მგონია, რომ ორიენტაცია დაკარგეს და არ იციან ქვეყანა, რომელი მიმართულებით მიჰყავთ. ის, რასაც დღეს თქვენი მთავრობა აკეთებს, საქართველოს ინტერესებში არ შედის. უკრაინაზე საუბარი კი აქ საერთოდ ზედმეტია”, – აცხადებს გონჩარენკო.

იტვირთბა....