ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმზეა

დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.4694 ლარი გახდა.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი გაცილებით მაღალია. 1 აშშ დოლარი 2.51 ლარს აღწევს.
ლარის გაუფასურების რეკორდი 1999 წლის 23 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც 1 აშშ დოლარმა 2.45 ლარს მიაღწია. თუმცა, ეს კურსი რამდენიმე დღეში დასტაბილურდა. შარშან ლარის დევალვაციისას 1 აშშ დოლარი დაახლოებით ამ ნიშნულზე იყო.

იტვირთბა....