aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იგორ დოლგოვი უკრაინაში დაღუპული ქართველებისთვის პატივის მისაგებად პარლამენტთან მივიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, პარლამენტთან, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი მივიდა და გარდაცვლილი მებრძოლების სურათები გვირგვინით შეამკო.

დოლგოვს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის პატივისცემის ნიშნად პარლამენტთან შეკრება პარტია “დროას” ორგანიზებით გაიმართა. ამასთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

გია ბერიაშვილისა და დავით რატიანი ირპენის სიახლოვეს, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას გუშინ, 18 მარტს ემსხვერპლნენ. დღეს, კიდევ ერთი ქართველი მერბძოლის, ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი. ქართველი სამხედრო მარიუპოლში იმყოფებოდა.

 

იტვირთბა....