[su_quote]ბერო და დათო – გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული სადაზვერვო ბრძოლას ახორციელებდა. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა… დათო ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა საკუთარი სიკვდილის შემდეგ, რაზეც დღეს დავწერე, მისი სახელის ხსენების გარეშე. სიკვდილამდე დათომ რამდენიმე ოკუპანტი გაიყოლა. ის გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა – ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. დათო ადგილზევე დაიღუპა აფეთქების დროს. ის ძლიერი, ჩუმი, მოკრძალებული, მობილუზებული და კეთილი ადამიანი იყო. ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როცა დათოს შესახებ დავწერ. ის იყო ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. თავის უკანასკნელ ბრძოლაში გუშინ, დილის 5:00 საათზე გავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. ნაღმმა, რომელმაც ის იმსხვერპლა, როდესაც მტერმა ჩვენი ალყაში მოქცევა სცადა, კონტუზიაში ჩააგდო ჯარისკაცი, რომელიც მას ზურგით გამოჰყავდა, მე კი ამცდა. როცა დაღუპულები გამოგვყავდა, ნაღმების წვიმა დაგვატეხეს თავს. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი იმ ტყიდან გამოვიყვანეთ, სადაც დაიღუპნენ. მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი. მადლობა, რომ არსებობდი[/su_quote] ამის შესახებ უკრიანელი ჟურნალისტი, ალექსეი ბობროვნიკოვი Facebook-ზე წერს. მანამდე, ბობროვნიკოვმა სოციალურ ქაელში დაწერა, რომ ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის (დავით რატიანი) დამსახურებით გადაურჩა სიკვდილს. “სათვალეს ვატარებ. შეტაკებამდე სამი დღით ადრე, ამ მებრძოლმა ტაქტიკური სათვალის დასამაგრებელი რეზინი მომცა. როცა ყველაფერი ცეცხლში გაეხვა, სათვალე სახიდან ჩამომივარდა, მის გარეშე ღამით ტყიდან ვერ გავაგნებდი, მაგრამ საკიდის დამსახურებით, ის ყელზე ჩამომეკიდა და ისევ გავიკეთე”, – წერდა ის. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მოხალისეების დაღუპვის შესახებ იმფორმაცია დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია.
იტვირთბა....