უკრაინელებმა ბოლო დღეების განმავლობაში კიევის თავზე სულ მცირე, ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს. გამოცემა УНИАН-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე გრუზევიჩმა განაცხდა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა ეფექტურად მუშაობს.
“მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩამოგდებულია ორი თვითმფეინავი, ერთი ვერტმფრენი და ექვსზე მეტი რაკეტა. თუმცა, სამწუხაროდ, რაკეტების ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევები შენობებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მაინც ეცემა”, – აცხადებს გრუზევიჩი.
ამასთან, კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნიკოლაი პოვოროზნიკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები კიევის საცხოვრებელ რაიონებში ქაოტურ დაბომბვას ახორციელებენ.